X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

1 ოქტომბერი 2024

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს ლესლი ბეარმან ლამის, დირექტორის მოადგილეს ანდერს პეტერსონს და ბანკის ტრანსპორტის მიმართულების უფროს სპეციალისტს ზაიღამ ნაქვის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ მნიშვნელოვან  დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. საუბარი შეეხო, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებისა და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, ლესლი ბეარმან ლამიმ მაღალი შეფასება მისცა ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების პროგრესს და სამინისტროს საქმიანობას.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით გეწაძე და ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები.